“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ოლექსანდრ ზინჩენკოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის შესანიშნავი პიროვნებაა.
“თქვენს ქვეყანაში, რომ უდანაშაულო ხალხი იხოცებოდეს, თავს როგორ იგრძნობდით? ასეა ზინჩენკოც. მას ყველა ვესაუბრეთ, მათ შორის მეც. ჩვენ ამ სამყაროში ვცხოვრობთ. ის წარმოუდგენლად ძლიერი ბიჭი და შესანიშნავი ადამიანია. რა თქმა უნდა, მისთვის ახლა ეს საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია”, – თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საბრძოლო შეტაკებები ახლა კიევში, ხარკოვში და რამდენიმე ქალაქში ხდება.








