პორტუგალიასთან მატჩის წინ, „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ბოლო კომენტარი გააკეთა.
საქართველოს ნაკრების დამრიგებლისგან გავიგეთ, რომ ჩვენი გუნდი პორტუგალიასთან ნაწილობრივ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს, რომელიც ახალბედა და გამოცდილი მორაგბეების ნაზავს მოიცავს.
„ნებისმიერ თამაშს ძალიან დიდი მონდომებით და ყურადღებით ვეკიდებით, თუმცა ის ფაქტი, რომ საკვალიფიკაციო წელია, პასუხისმგებლობას აორმაგებს. ჩვენ ექსპერიმენტის დრო ყოველთვის გვაქვს ერთა თასზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ექსპერიმენტმა დააზიანოს პროცესი. ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა თამაშზე შეიძლება გვქონდეს ეს ცვლილებები, ნაწილობრივ ეს ცვლილებები იძულებითაც არის გამოწვეული. არის პროცესები, სადაც ვცდილობთ, რომ მოთამაშეების სიღრმეები გავაჩინოთ კონკრეტულ პოზიციებზე, აქედან გამომდინარე, ამ თამაშისთვის დაბალანსებული გუნდი დავაყენეთ, გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავი და ვფიქრობ საინტერესო თამაში გამოვა“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.
სრული კომენტარის სანახავად იხილეთ ვიდეო.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის პირველი მატჩი, პორტუგალიისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის 6 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.





