ტოკიოს პარალიმპიადის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველი მოფარიკავეები წარმატებულ გამოსვლას განაგრძობენ. პარაფარიკაობაში ქართველი მოფარიკავეები, ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ნახევარფინალში იასპარეზებენ.
ხმლით ფარიკაობაში, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ხეცურიანმა მეოთხედფინალში სასწაული ორთაბრძოლა მოიგო. იტალიელ როსანა პასკინოსთან ქართველი პარამოფარიკავე 14:10 მარცხდებოდა და ფაქტობრივად წაგებული შეხვედრა მოატრიალა, მეტოქეს ზედიზედ 5 ქულა აუღო და 14:15 გაიმარჯვა.
რაც შეეხება ნინო თიბილაშვილს, ის მეოთხედფინალში უკრაინელ ნატალია მორკვიჩს შეხვდა და ასევე დაძაბულ ბრძოლაში, 15:13 გაიმარჯვა.
ნახევარფინალში ირმა ხეცურიანი ჩინელ შუმეი ტანის შეხვდება, რომელიც ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია, ნინო თიბილაშვილი კი უკრაინელ ევგენია ბრეუსს დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე 9-ჯერ აქვს მსოფლიო ჩემპიონატებზე სხვადასხვა სინჯის მედლები აღებული და რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
შეხვედრები თბილისის დროით 11 საათიდან დაიწყება.








