ქართველი პარამოფარიკავე, ირმა ხეცურიანი ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
35 წლის სპორტსმენი გადამწყვეტ შეხვედრაში ჩინელ შაო რონგს დაუპირისპირდა და შეხვედრა 6:15 დათმო.
მანამდე, ხეცურიანი ნახევარფინალში ასევე ჩინელ შუმეი ტანისთან 8:15 დამარცხდა. შესაბამისად, ქართველმა პარამოფარიკავემ ხმლით ფარიკაობაში ტურნირი მედლის გარეშე დატოვა. ირმა ძალებს უკვე რაპირით ფარიკაობაში მოსინჯავს, რომელიც 28 აგვისტოს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ხმლით ფარიკაობაში ფინალში გასვლა კიდევ ერთმა ქართველმა მოფარიკავემ, ნინა თიბილაშვილმა შეძლო. შეხვედრა უახლოეს წუთებში დაიწყება.








