რაგბის კავშირის პრეზიდენტად დღეს სოსო ტყემელაძე აირჩიეს. ყრილობა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ერთადერთ კანდიდატად დარეგისტრირებული ტყემალაძე 42 ხმით მაინც აირჩიეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ ირაკლი აბუსერიძე და მისი გუნდის წევრები.
რაგბის კავშირის პრეზიდენტს უკვე წელიწადზე მეტი ვერ ირჩევდნენ და მისი მოვალეობის შემსრულებლებიც რამდენჯერმე შეიცვალა.
„ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილი დემონსტრანტები დღევანდელ კენჭისყრას უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტად 30 დეკემბრის კენჭისყრაზე უკვე აირჩიეს.
როგორც იცით, საჯარო რეესტრმა აბუსერიძე პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა და მიზეზად პროცედურული ხარვეზები დაასახელა.








