ინგლისის „ჩემპიონშიფში“, „რედინგისა“ და „შეფილდ იუნაიტედის“ მატჩის მიმდინარეობისას საფეხბურთო სამყარო დიდ ტრაგედიას გადაურჩა.
მეორე ტაიმში, „შეფილდის“ ფეხბურთელმა, ჯონ ფლეკმა უეცრად გონება დაკარგა და მინდვრის გაზონზე მოწყვეტით დაეცა. ბუნებრივია, მსაჯმა თამაში შეაჩერა და მოედანზე სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები შემოუშვა, რომლებიც ფლეკს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში უწევდნენ დახმარებას.
საბოლოოდ, 30 წლის ფეხბურთელის გონზე მოყვანა მოხერხდა და ის ექიმებმა დაუყონებლივ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას დამატებითი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
რაც შეეხება შეხვედრას, ის „შეფილდის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.





