ჩემპიონთა ლიგის ჯუფურ ეტაპზე საქართველო გუნდურ სახეობაში აქამდე არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი. ეს პირველად წყალბურთში თბილისის „დინამომ“ შეძლო და აგერ უკვე მეორე სეზონია ამ პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობს.
პენდემიის გამო, მიმდინარე სეზონში, მატჩები არა მიმოსვლით, არამედ ე.წ. „ბაბლის“ სისტემით ერთ ქალაქში იმართება. იმ ჯგუფის შეხვედრებს, სადაც „დინამო“ თამაშობს ბუდაპეშტი მასპინძლობს.
სპორტის და კერძოდ წყალბურთის ქომაგებს ეცოდინებათ, რომ თბილისის „დინამომ“ ტუნრირზე უკვე 7 მატჩი გამართა და აქედან მხოლოდ ერთი მოიგო, თუმცა ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსს მაინც ინარჩუნებს. „დინამოს“ ამ ეტაპზე 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილშიც ბოლო ადგილზეა, მაგრამ ვითარების გამოსწორება ჯერ კიდევ არის შესაძლებელი.
ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპიც უნგრეთის დედაქალაქში გაიმართება და ის სტარტს 19 აპრილს აიღებს. ქართული გუნდი 3 მატჩს გამართავს და ოთხეულში მოხვედრას შეეცდება.
20 აპრილი: “იადრანი” – “დინამო თბილისი”
21 აპრილი: “დინამო თბილისი” – “ჰანოვერი”
22 აპრილი: “ფერენცვაროში” – “დინამო თბილისი”
ასეთია თბილისის „დინამოს“ მატჩების განრიგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.








