საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ZOOM-ში ონლაინ-პრესკონფერენცია გამართა და ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ორ მატჩზე ისაუბრა.
ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დავიწყეთ და მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგი სტარტის შემდეგ, ჯგუფში ასპარეზობა ლიდერის პოზიცაზე დავასრულოთ. ბევრი საქმე გვაქვს, გუნდის გაძლიერებაზე და ახალგაზრდების გამოცდაზე უნდა ვიმუშავოთ. ასევე მაქსიმუმი უნდა ავიღოთ იმ მატჩებისგან, რაც საკვალიფიკაციო ტურნირშია დარჩენილი.
კონერ ფრენკამპზე:
როგორც იცით, ახალი მოთამაშე გვყავს და რაც მთავარია, კარგი ხასიათის მქონე კალათბურთელია. გარდა იმისა, რომ კარგად უნდა თამაშობდეს, ხასიათიც უნდა ჰქონდეს და სწორედ ამ კუთხითაა შერჩეული. ის შეცვლის თად მაკფადენს, რომელსაც ბოლო პერიოდში ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. მან ლიგა ენდესას გარდა ესპანეთის თასზე ითამაშა, ასევე იყო არგენტინაში საკონინენტთაშორისო თასზე და ცვლილება ამან განაპირობა. ამიტომაცაა ჩვენთან ფრენკამპი, რომელიც ძალიან კარგი კალათბურთელია.
დანაკლისზე:
ტრავმის გამო შენგელია ვერ დაგვეხმარება. სანამ დაშავდებოდა, არაერთხელ ვისაუბრეთ და ძალიან უნდოდა ნაკრებში ჩამოსვლა. ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. გართულებული რეგულაციების გამო გიორგი ცინცაძეც ვერ დაგვეხმარება, რომელიც არაბეთშია და ძალიან სამწუხაროა, რომ ზედიზედ მეორე ფანჯარაში ვერ გვეხმარება. ამერიკაში მოთამაშე კალათბურთელების ამ დროს ჩამოსვლა კი, სამწუხაროდ, შეუძლებელია. რატი ანდრონიკაშვილიც ტრავმირებულია. გიორგი შერმადინს ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, მაგრამ მოახერხა და ჩამოვიდა ნაკრებში, ბექა ბურჯანაძესაც მუხლი აწუხებს და მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა და გუნდთან ერთადაა. ამისთვის მადლობა მათ, ისევე როგორც ყველა მოთამაშეს, ვინც ნაკრებშია და ვინც ამჟამად ვერ გვეხმარება. საქართველოს ნაკრები ნამდვილად ერთიანი ოჯახია.
მოახლოებულ მატჩებზე:
მოახლოებულ ორ მატჩში ჩვენი მიზანია, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი ვიყოთ, დავხვეწოთ ჩვენი თამაში, შანსი მივცეთ ახალგაზრდებს. ევრობასკეტის მასპინძლები ვართ და ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ადგილზე გავალთ – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ესეც მნიშვნელოვანია. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დარჩენილ მატჩებში გუნდის თამაში უფრო დავხვეწოთ და ვიპოვოთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებენ. ჩვენი მთავარი მიზანი ახლა განივთარებაა, ამოსავალი წეტილია უფრო მეტად მებრძოლი გუნდი გავხდეთ და როდესაც კარგად თამაშობ, ამის შემდეგ შედეგიც ყოველთვის სახეზეა.





