გამოცემა mmajunkie 24 წლის ქართველ მებრძოლზე ილია თოფურიაზე წერს, რომ ის მზად არის კარიერა შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოს.
ესპანეთში მოღვაწე დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. ცხრა თავისი 10 გამარჯვებულიდან ცხრა ვადაზე ადრე მოიგო, თოფურია (10-0 MMA, 2-0 UFC) მრავალმხრივობით გამოირჩევა, ის ელიტარული „გრამპლერია“ და ნოკაუტითაც არაერთი ბრძოლა მოუგია.
მან UFC-ის სადებიუტო ზარი ოქტომბერში მიიღო, კარიერის პირველი გამარჯვება საკმაოდ კარგ მებრძოლ იუსუფ ზალალთან დომინანტურად მოიპოვა. სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, თოფურია ვეტერან დეიმონ ჯექსონს შეხვდა და სამ წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა მისი სასტიკ ნოკაუტში გასაგზავნას.
თუ თოფურია გააგრძელებს თავისი ოპონენტების შთამბეჭდავი ფორმით ნოკაუტში გაგზავნას, სწრაფი ზრდა გარდაუვალია.
მსურს, რაც შეიძლება მალე გავხდე UFC-ის შესანიშნავი გამანადგურებელი. ეს ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა იმ დღიდან, რაც ხელი მოვაწერე UFC-ს და მსურს სწრაფად და ნათლად ვიარო, როგორც ვარსკვლავმა.
ვფიქრობ, რომ ჩემი ბრძოლები და მოქმედებები საუბრობენ ჩემზე, ვინ ვარ, როგორ ვაკეთებ საქმეს და როგორ გამოვდივარ ჩემს ბრძოლებში.
არ მინდა ამპარტავანად ჟღერდეს, მაგრამ ეს ის არის, რასაც ნამდვილად ვფიქრობ. მე საკუთარ თავს ვენდობი და ძალიან დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი ვარ და ეტაპობრივად ვადასტურებ, რასაც ვამბობ, – განუცხადა თოფურიამ MMA Junkie Radio-ს თარჯიმნის საშუალებით.
ამჟამად თოფურია ალიკანტეს კლიმენტის კლუბში, ესპანეთში და ფლორიდის MMA-ს კლუბში ვარჯიშობს. ილია შეუერთდა იმ ელიტარული ქართველი მებრძოლების ტალღას, როგორების მერაბ დვალიშვილი და გიგა ჭიკაძე არიან.





