ჩეზარე პრანდელისთვის „იებში“ ყოფნა ია-ვარდით მოფენილი არ გამოდგა. „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს.
„ფიორენტინა“ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სერიოზულ პრობლემებს განიცდის. ბოლო 10 მატჩში ჩეზარე პრანდელის გუნდმა მხოლოდ 3 მოიგო და 29 ქულით მე-14 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერია ბ-ში დაქვეითება ემუქრება.
28-ე ტურში, „მილანთან“ საკუთარ მოედანზე 2:3 მარცხის შემდეგ, პრანდელი გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობასაც აცნობა.
ამბობენ, რომ „ფიორენტინას“ ისევ ჯუზეპე იანიკი გაწრთვნის, რომელიც შარშან ნოემბერში დაითხოვეს.





