ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქმეში ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეების ტურნირი დაიწყო.
იაკობ ქაჯაია კი მძიმე წონითი კატეგორიის ფინალში თურქ რიზა კაიას დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენი 3:1 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
აქვე მოგახსენებთ, რომ ხვალ აივენგო რიკაძე (82კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) კი ფინალში იასპარეზებს.








