ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით სახეობაში 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელი მეტოქე 5:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
იაკობმა 1/8ში ამერიკელი მიჩელ შულტზი 5:3 დაამარცხა, 1/4-ში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ბექა კანდელაკს სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
55 ნიკო გრან წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, ირაკლი ძიმისტარაშვილის და გიორგი მელიას ბედი კი მათ მეტოქეებზე იქნება დამოკიდებული, რომლებმაც 1/4-ში დაამარცხეს.
ნახევარფინალები თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება, ქაჯაიას მეტოქე კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაური იქნება.








