26 წლის ესპანელი ფეხბურთელი ჰექტორ ბელერინი “არსენალიდან” კარიერას რეალ “ბეტისში” გააგრძელებს. ესპანურმა კლუბმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ფეხბურთელი მანუელ პელეგრინის კლუბში იჯარის წესით იასპარეზებს. გამოცდილმა მცველმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
ბელერინი “ბარსელონას” აღზრდილია და მეთოფეთა რიგებში 2013 წელს ჩაირიცხა. “არსენალში” ჩატარებულ 239 შეხვედრაში ახალგაზრდა ესპანელმა 9 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.
💚🤍💚 pic.twitter.com/YM3OqmO26a
— Real Betis Balompié (@RealBetis_en) August 31, 2021





