საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელმა საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. თურქეთის სუპერ ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში “ჰატაისპორი” “გიოზტეპეს” ესტუმრა და ანგარიშით 0:2 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრის 90 წუთი ითამაშა. მატჩის 78-ე წუთზე კი საბამ თავის თანაგუნდელს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
შეგახსნებთ, რომ ლობჟანიძემ წლევანდელ სეზონში 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
“ჰატაისპორი” მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს “ფენერბახჩეს” წინააღმდეგ გამართავს.




