10 თამაში ცოტა ნამდვილად არ არის. სწორედ ამ რაოდენობის მატჩების გამოტოვება მოუწევს კევინ დე ბრუინს. „მანჩესტერ სიტის“ ბელგიელი ფეხბურთელი ტრავმირებულია. დე ბრუინმა დაზიანება „ასტონ ვილასთან“ დაპირისპირების დროს მიიღო.
„ქალაქელებისთვის“ ამ სამწუხარო ცნობას ადასტურებს გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლაც.
„კევინი გუნდისთვის დიდი ძალაა. ის ჩვენთვის ერთგვარად საკვანძო ფიგურადაც იქცა. ის გუნდისთვის თითქმის შეუცვლელი ფეხბურთელია. ამიტომაც, მისი ტრავმა ყველამ გულთან ახლოს მივიტანეთ, რადგან კარგად ვათვითცნობიერებთ თუ რა დონის ფეხბურთელი გამოკვალკდა“ – ამბობს ესპანელი სპეციალისტი.
კევინ დე ბრუინი დაახლოებით 6 კვირამდე იუქმებს. ამ ხნის მანძილზე ის პრემიერლიგის რამდენიმე მატჩს და ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გერმანულ „გლადბახთან“ მნიშვნელოვან დაპირისპირებებს გამოტოვებს.
ბელგიელი ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან ირიცხება და ამ ხნის მანძილზე 60 გოლის გატანა მოახერხა.








