საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, აჩი არველაძემ პირველი არხის ეთერში ვაკო ყაზაიშვილის სამხრეთ კორეაში ტრანსფერზე ისაუბრა.
48 წლის ვეტერანმა იმ სირთულეებზეც ილაპარაკა, რომელიც სანიოლს ნაკრების შეკრების დროს შეხვდება.
„სანიოლი პირდაპირ სანაკრებო მატჩებამდე ჩამოვა და ამხანაგურ შეხვედრასაც ვერ გამართავს. ეს მწვრთნელისთვის ცუდი პერიოდია. თანაშემწეებთან კონსულტაცია ექნება, ძველ თამაშებს ნახავს, რომ ფეხბურთელებზე წარმოდგენა შეიქმნას. ისე, გული დამწყდა, რომ ვაკო ყაზაიშვილი კორეაში წავიდა – ევროპაში მინდოდა მეხილა. არაა გამორიცხული, ჩაკვეტაძე გამოიძახოს და გუნდთან ერთად ავარჯიშოს“, – ამბობს არჩილ არველაძე გადაცემა „ტაიმაუტის“ ეთერში.





