უეფას თასის გათამაშება ბოლოს 2008/2009 წლების სეზონში გაიმართა და ის „შახტარმა“ მოიგო. ამ მხრივ დონეცკური კლუბი ისტორიაში შევიდა, რადგან უეფას თასის უეფას თასის ბოლო გამარჯვებულია.
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ტურნირს შემდეგ სახელი შეუცვალა და ახლა მას ევროპა ლიგა ეწოდება, რომლის პირველი გამარჯვებულიც მადრიდის „ატლეტიკო“ გახდა.
ეს პატარა ისტორიული ექსკურსი კი იმიტომ დაგვჭირდა, რომ ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში საინტერესო ფაქტი, უფრო სწორად რეკორდი დაფიქსირდა.
18 თებერვალს, ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და ჯამში 59 გოლი გავიდა. რეკორდის არსიც ამაში მდგომარეობს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ტურნირის არსებობის ისტორიაში ამ სტადიაზე ასეთი რაოდენობის გოლი გულშემატკივარს არასოდეს უხილავს.
იმედი ვიქონიოთ, რომ მსგავსი სახის რეკორდებით, ფეხბურთის ქომაგები ხშირად იქნებიან განებივრებულნი.





