გოგა ბითაძემ და მისმა ინდიანა პეისერსმა მორიგი გამარჯვება ჰიუსტონში, ადგილობრივ როკეტსთან ჩაიწერა (132:124). ამით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეიოფის ზონას მიუახლოვდა და მე-8 ადგილზე მყოფ შარლოტ ჰორნეთსთან სხვაობა ერთ მოგებამდე შეამცირა.
საქართველოს ნაკრების 21 წლის ცენტრმა, მოედანზე არც თუ ისე დიდი დრო 11 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
კვლავ ტრავმირებულია პეისერსის ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერს, რომელმაც მარცხენა კოჭის დაზიანება მიიღო და ჯერჯერობით უცნობია როდის დაუბრუნდება მოედანს. გამორჩეული იყო კიეტუველი დომანტას საბონისი, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი შესძინა.
პეისერსი მორიგ მატჩს 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის, იუტა ჯაზის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 18 აპრილს 21:00 საათზე ატლანტა ჰოუქსს დაუპირისპირდება.







