საქართველოს ნაკრების 21 წლის ცენტრმა გოგა ბითაძემ, ინდიანა პეისერსის შემადგენლობაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, მას მთავარმა მწვრთნელმა ამჯერად 11 წუთი დაუთმო.
აღსანიშნავია, რომ გოგამ აღნიშნული ძალიან მცირე დრო კვლავ შესანიშნავად გამოიყენა და 9 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა.
ბითაძე მისთვის მიცემულ ძალიან მცირე დროს ჯიუტად კარგად იყენებს, თუმცა როგორც ჩანს ბიორკენი მისთვის დროის გაზრდას არ აპირებს და კარგი იქნება თუ გაცვლის.
ბოლო დროს ახალგაზრდა ქართველის გაცვლაზე რამდენიმე სპეკულაცია გავრცელდა, თუმცა ეს სერიოზული არ უნდა იყოს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ტრეიდ დედლაინის (რომელიც დღეს სრულდება) დასრულებამდე გოგა მისთვის კარგ ორგანიზაციაში მოხვდება. თუ ასე არ მოხდა, ბიორკენის კეთილგონიერების იმედი უნდა ვიქონიოთ, რაც მანამდე დიდად ვერ შევატყვეთ.





