საქართველოს ნაკრების 21 წლის ცენტრი გოგა ბითაძე, ინდიანა პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ ბიორკენმა ამჯერად 9 წუთი დატვირთა.
დენვერ ნაგეთსის წინააღმდეგ, გოგამ მხოლოდ 3 ქულა დააგროვა. პეისერსის ქართველმა ცენტრმა 3-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და ერთი ჩააგდო. გარდა ამისა, მან ერთიდან ერთი საჯარიმოც გამოიყენა, ერთი სამქულიანი კი უშედეგო გამოდვა.
Goga Bitadze is showing why he needs steady minutes on this Pacers team.
Unleash Goga pic.twitter.com/V1MBnkYHTR
— Kory Waldron (@KWalHoops) March 16, 2021
ბითაძეს 2 მოხსნა (ორივე დაცვაში) ჰქონდა. პლუს ამას, ბითაძემ 2 ჩაჭრა და 3 დაფარებაც მიითვალა და +/- კოეფიციენტი -2 გამოუვიდა.





