NBA-ს 2021/22 წლების სეზონის დაწყებამდე პრესეზონის ბოლო მატჩში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ საკუთარ მოედანზე „კლივლენდ კავალიერსი“ მიიღო და 16 ქულის სხვაობით, 94:110 დამარცხდა.
მარცხის მიუხედავად, გოგა ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო და ამერიკული კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 23:28 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარება დააგროვა. ბითაძემ 7 სამქულიანიდან 4 ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან 3-იდან 2, საჯარიმოდანაც 3-იდან 2.
ინდიანა პეისერსი NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატს 21 ოქტომბერს დაიწყებს. ბითაძის გუნდი სტუმრად შარლოტ ჰორნეტსს დაუპირისპირდება.








