29 წლის ნახევარმცველი, გიული მანჯგალაძე კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. ინფორმაციას იმერული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
გიული გასულ სეზონში ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა და ამ კლუბთან ერთად ეროვნული ლიგის ჩემპიონიც გახდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა ზღვისპირელთა მაისურით ჩატარებულ 86 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მანჯგალაძეს სხვადასხვა დროს საჩხერის “ჩიხურაში”, “ვენტსპილში”, “კაპაზში”, “პოლტავაში”, ბოლნისის “სიონსა” და სამტრედიაში უთამაშია.





