ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გახსნით შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 20 წლის მეკარემ „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ითამაშა, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და კარი მშრალად შეინახა. მამარდაშვილმა საერთო ჯამში 4 სეივი გაიფორმა და საკუთარ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარა
მატჩის შემდეგ, 20 წლის ქართველი მეკარის შთამბეჭდავ თამაშს სოციალურ ქსელში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა.
“შეუძლებელია, სეზონის უფრო ქაოსურად დაწყება, პირველივე წუთზე ფეხბურთელის გაძევებით, მაგრამ ამ შემთხვევაში მხსნელად გიორგი მამარდაშვილი მოგვევლინა”.
“მამარდაშვილმა ის მძიმე ტვირთი მოგვხსნა, რომელიც ნეტოს წასვლის შემდეგ გვქონდა”.
“გრანადასთან” მატჩის შემდეგ ვაკვირდებით მამარდაშვილს, მისი კონტრაქტის შეძენა სულ რაღაც 1 მილიონი ჯდება, ასე რომ, ეს თითქმის საჩუქარია”.
“მამარდაშვილი. ვალენსიაში არის მეკარე, რომელიც სილესენსა და ჟაუმეს პრობლემებს შეუქმნის”.
“ამ ზაფხულში მხოლოდ ორი მოთამაშე დავიმატეთ, მამარდაშვილი და ალდერეტე, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მატჩი სწორედ მათ მოიგეს”.
“დღეს ლა ლიგა დაიწყო და ჩემთვის დღის მთავარი გმირი თავისი ისტორიით, არის გიორგი მამარდაშვილი. მეკარე, რომელიც სილესენს სკამზე დასვამს”.
“ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეა”.
“თქვენ აუცილებლად უნდა მისცეთ ჯილდო სკაუტს, რომელმაც მამარდაშვილი “დინამო თბილისიდან” აღმოაჩინა. ესპანური კლუბები ნაკლებად აკვირდებიან ასეთი ქვეყნების ბაზარს”.
“ჩემს ცხოვრებას ისეთ მამაკაცს ვანდობდი, რომელიც ზუსტად ამიხსნიდა თუ როგორ წარმოითქმის ამ მეკარის გვარი”.
“მამარდაშვილი უფრო მეტი ღირს, ვიდრე “ხეტაფეს” მთელი გუნდი”.
“ერთადერთი, რის გამოც მამარდაშვილი Twitter-ის პოპულარულთა სიაში არ არის, არის ფაქტი, რომ ხალხმა არ იცის, როგორ იწერება მისი გვარი”.
“მამარდაშვილი არის დამიან კვინტერო, კარატეს ოლიმპიური მედალოსანი”.
“ჯიჯი დონარუმა?, ბოდიში, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გიორგი მამარდაშვილზე ვსაუბრობთ”
“გუნდმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ სამი ქულა მამარდაშვილმა მოგვიპოვა, ენდეთ ამ ადამიანს”.
“გიორგი მამარდაშვილი პლანეტაზე საუკეთესო მეკარეა”მისი გვარი ძნელად დასაწერია, მაგრამ ამ მეკარის თამაშის ყურება სიხარულის ცრემლის თანხლებით შეგიძლია”.





