საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა უკრაინის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში “მინაის” წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
გიორგი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად ამწვავებდა შეტევას, შეხვედრის მიწურულს გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი შემდეგ მატჩს 19 სექტემბერს “ზარია ლუგანსკის” წინააღმდეგ ჩაატარებს.





