საქართველოს ნაკრების 20 წლის შემტევი გიორგი წიტაიშვილმა უკრაინის პრემიერ ლიგაში ოდესის “ჩერნომორეცის” მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ანხელ ჩერვენკოვის გაწვრთნილმა გუნდმა “მარიუპოლის” წინააღმდეგ ანგარიშით 3:2 იმარჯვა.
ახლაგაზრდა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთო ყველაზე აქტიური ფეხბურთელი გახლდათ. შეხვედრის 46-ე წუთზე მოედანზე კიდევ ერთი ქართველი გიორგი ვაჩიბერიძე ჩაერთო.
გიორგი სეზონის სტარტზე კიევის “დინამომ” ოდესურ გუნდში იჯარის წესით გაუშვა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ 21 აგვისტოს გამართავს.








