დინამო “კიევი” ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს განაგრძობს. უკრაინულმა გუნდმა “დივონთან” მესამე საკონტროლო მატჩი გამართა და ანგარიშით 5:0 იმარჯვა.
საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა ამ შეხვედრის 68-ე წუთზე მე-4 გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებისთვის დაეხმარა.
უკრაინის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ბოლო საკონტროლო მატჩს 7 ივლისს შვეიცარიული “ლუცერნის” წინააღმდეგ გამართვას.





