nso.hu-ს ინფორმაციით, ოდესის “ჩერნომორეცისა” და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილით უნგრული “ფეჰერვარია” დაინტერესებული და ტრანსფერი შესაძლოა იანვარში განხორციელდეს.
“ფეჰერვარის” ხელმძღვანელობა აღნიშნულ თემაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს.
გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.
21 წლის ფეხბურთელი “დინამო კიევის” საკუთრებაშია. მან უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში 1 გოლით გაიტანა.





