საქართველოს ნაკრების ახალწველულმა, გიორგი წიტაიშვილმა თავის კლუბში ვარჯიში განაახლა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.
მარჯვენა ვინგერმა გასულ სეზონში მძიმე ტრავმა „მანიუპოლის“ წინააღმდეგ შეხვედრის 67-ე წუთზე მიიღო და რამდენიმე თვის განმავლობაში თამაშს ვერ ახერხებდა. მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი
გასული სეზონი გიორგი წიტაიშვილმა „ვორსკლაში“ გაატარა, ახლა კი როგორც ცნობილია ქართველი ფეხბურთელი „დინამო კიევში“ დაბრუნდება და ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას ეცდება.
წიტაიშვილის გუნდი პირველ მატჩს 31 ივლისს „ვერეს რივნეს“ წინააღმდეგ გამართავს.





