საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი იჯარის წესით კარიერას „ჩერნომორეცში“ გააგრძელებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჟურნალისტების ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა კიევის „დინამოს“ ფრანგული შეკრება უკვე დატოვა და ოდესაში მის მომავალ გუნდს შეუერთდა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონი ასევე საიჯარო ხელშეკრულებით „ვორსკლაში“ გაატარა, სადაც მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება მოახერხა, რადგან სეზონის მეორე ნახევარი ფეხის მოტეხილობის გამო გამოტოვა. რაც შეეხება „ჩერნომორეცს“, ისინი უკრაინის რანგით მეორე დივიზიონში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, პრემიერ ლიგაში აღზევდნენ და ახალ სეზონს უკრაინის უმაღლეს ჩემპიონატში დაიწყებენ.





