საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ცინცაძემ მორიგი ტრავმა მიიღო. მას ოპერაციის გაკეთება მოუწევს. როდის დაუბრუნდება მოედანს ჯერჯერობით უცნობია.
ცინცაძემ ოქტომბრის დასაწყისში თსუს მაისურით დუდუ დადიანის მემორიალზე ითამაშა, თუმცა მან ტურნირი ვერ ჩაამთავრა, რადგანაც მუხლის სერიოზული დაზიანება მიიღო, მას ჯვარედინი იოგები გაუწყდა.
ცინცაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 187 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მხრივ ის ყველა დროის რეკორდსმენია.

