გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. მას არსებული კონტრაქტი თბილისურმა კლუბმა აღარ გაუგრძელა.
“გიორგი, დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა!” – წერს თბილისის “ლოკომოტივის” ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.
ცნობისთვის, გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის “ლოკომოტივი” 2020 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის “დინამო” სენსაციურად გამოაგდო.





