ტენერიფეს ქართველი ლიდერი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რაც მის კარიერაში უკვე მეცხრედ მოხდა.
31 ქართველი თად მაკფადენის სან პაბლო ბურგოსთან გამორჩეული იყო, ამ მატჩში „შერმომ“ მოედანზე 29 წუთი გაატარა და 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, შეხვედრა კი 84:79 დასრულდა.
გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.
💪 La ley de @gioshermadini ‼️ 👇
👌 El pívot del @IBEROSTAR Tenerife, 'Jugador de la #J14' en la @LigaEndesa ➡️ https://t.co/t3H0XVl47a pic.twitter.com/eyJSWhAQtX
— Iberostar Tenerife (@CB1939Canarias) December 13, 2020
მიმდინარე სეზონში ტენერიფე შესანიშნავ ფორმაშია, გუნდს 13-დან 12 მოგება აქვს, კუნძულელთა უდავო ლიდერი კი შერმადინია. მიმდინარე სეზონში ქართველის საშუალო მაჩვენებლები ასეთია: 25:02 წუთი, 17.5 ქულა, 5.3 მოხსნა და 2.2 პასია, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23.3-ს უტოლდება, რაც მთელს ლიგაში საუკეთესო შედეგია.







