დღეს “საბურთალოს” ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 21 წლის გახდებოდა.
გიორგი, 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა და ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
პროკურატურამ 11 იანვარს კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა დადასტურდა.
ძალადობაში ბრალდებული 3 პირი კი 11 იანვარს სასამართლომ 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.




