გიორგი ქინქლაძემ ინგლისურ ჟურნალ FourFourTwo-ს სექტემბრის ნომრის ინტერვიუში ისაუბრა.
მანჩესტერ “სიტისა” და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ლეგენდას შეეკითხნენ, თუ რა ეღირებოდა ის თანამედროვე სატრანსფერო ბაზარზე. ქინქლაძემ ამ კითხვას სერიოზულად არ უპასუხა და ხუმრობით შემოიფარგლა: “მილიარდ-ნახევარი”.
რა პოზიციაზე ითამაშებდა დღევანდელ სიტიში:
“ძნელი სათქმელია, რა პოზიციაზე ვითამაშებდი დღევანდელ სიტიში, მაგრამ ერთს ვიტყვი: სასტარტო 11-ეულში აუცილებლად მოვხვდებოდი”.
მანჩესტერ სიტის მწვრთნელზე:
“პეპ გვარდიოლა იმ სამ მწვრთნელს შორისაა, რომლებსაც მე ყველა დროის საუკეთესო სპეციალისტებად მივიჩნევ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ გუნდის ფილოსოფიასთან შეგუება არ გამიჭირდებოდა. იმ ძველ სიტიში თუ ვითამაშე და გამოვჩნდი, წარმოიდგინეთ, რას შევძლებდით გვარდიოლას ვარსკვლავებით გადაჭედილ გუნდში”.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე “დინამო თბილისიდან” მანჩესტერ “სიტიში” 1995 წელს გადავიდა.





