საქართველოს ნაკრებისა და “სერენის” 21 წლის ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ “სვიფტ ჰესპერანჯს” გაუტანა. ამხანაგურ შეხვედრაში “სერენი” “სვიფტ ჰესპერანჯს” დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით 0:5 დაამარცხა.
გიორგიმ შეხვედრაში მე-4 გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
ბელგიური გუნდი სეზონის მეორე ნახევრის წინ შეკრებას გადის.
გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში “სერენის” მაისურით 18 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
“სერენი” ჟუპიერლიგის მომდევნო მატჩს გათამაშების ლიდერ “როიალ უნიონთან” ჩაატარებს.





