ბელგიის ჟუპიერ ლიგის მე-10 ტურში sofa score-ის ვერსიით „სერენის“ 20 წლის ქართველი შემტევი გიორგი მიქაუტაძე მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
გასულ უქმეებზე „სერენმა“ საკუთარ მოედანზე „ვარეგემი“ მიიღო და დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა. მიქაუტაძემ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და sofa score-ის ვერსიით ყველაზე მაღალი შეფასება – 9.2 დაიმსახურა. გიორგისთან ერთად მსგავსი შეფასება მისმა თანაგუნდელმა ანტუან ბერნიემაც მიიღო.

„სერენის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და 9 ოქტომბერს, საბერძნეთის ნაკრებთან გასამართი შეხვედრისთვის ემზადება.
VIDEO | გიორგი მიქაუტაძის ჰეთ-თრიკი – სერენმა დიდი ანგარიშით იმარჯვა





