გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ბელგიურ “სერენში” თამაშობს, მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის “ბაზელიც”, რომელიც ქართველი შემტევი ბრაზილიელი არტურ კაბრალის შემცვლელად სურს. მიქაუტაძეზე აქტიურად წერს შვეიცარიული მედიაც.
“გიორგი მიქაუტაძე გამორჩეული დრიბლიორია, კარგი პოზიციური თამაში ეხერხება და საგოლე ალღოც აქვს. ბოლო სეზონებია მას შთამბეჭდავი პროგრესი აქვს და დიდი კლუბების ინტერესიც მიიქცია. მათ შორის შვეიცარიული ბაზელიცაა, რომელიც კაბრალის შემცვლელზე ფიქრობს”,- წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ვებ გვერდი.
ცნობისთვის, კაბრალს “ბაზელის” მაისურით 56 მატჩში 42 გოლი აქვს გატანილი, მისი ყიდვა კი “მილანს” სურს და მზადაა, 20 მილიონ ევრომდე გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ფრანგული ლიგა 1-ის “მეცის” ფეხბურთელია, “სერენში” კი იჯარით თამაშობს. ამ სეზონში მან ბელგიურ კლუბში 9 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც შეასრულა.





