გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ავტორიტეტული ევროპული სტატისტიკური გამოცემა, Whoscored.com-ის ვერსიით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის კვირის საუკეთესო გუნდის კარს, 20 წლის ქართველი გოლკიპერი იცავს.
გიორგი მამარდაშვილთან ერთად, ლა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ნაჩო ფერნანდესი, ჟერარდ პიკე, ერიკ ლამელა, ფრენკი დე იონგი, ლუკა მოდრიჩი, მარტინ ბრაითვაითი, ქარიმ ბენზემა და ანხელ კორეა არიან.
შეგახსენებთ, რომ ვალენსიას ქართველ მეკარეს ოფიციალური დებიუტი „ხეტაფესთან“ ჰქონდა და თავისი გუნდის გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.





