ლა ლიგას „ვალენსიას“ კარში გიორგი მამარდაშვილი დაიწყებს. ამ ინფორმაციას Futbolfantasy ავრცელებს.
„ვალენსია“ ლა ლიგის სასტარტო შეხვედრაში „ხეტაფეს“ უმასპინძლებს. პირველი ტურის მატჩი „მესტალიას“ სტადიონზე 13 აგვისტოს გაიმართება.
Futbolfantasy ორივე გუნდის შესაძლო სასტარტო შემადგენლობების ვარიანტს აქვეყნებს და პირველ ტურში „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში მეკარის პოზიციაზე გიორგი მამარდაშვილს მოიაზრებს.
„ვალენსიას“ „ხეტაფესთან” არაპროგნოზირებადი შემადგენლობით თამაში მოუწევს და როტაციის გარეშე“, – წერს გამოცემა.
საფეხბურთო ანალიტიკური პორტალი ბოლო ცნობებს აქვეყნებს „ვალენსიას“ მეკარეებზე და წერს, რომ იასპერ სილესენს ტრავმა აქვს, ხოლო მეორე მეკარე ხაუმე დომენეკი მუხლში კვლავაც დისკომფორტს გრძნობს.





