რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუსეთის ნაკრებთან გამარჯვება ბორჯღალოსნებმა აშშ-ში გარდაცვლილი მორაგბის, გიორგი ლომთაძის ხსოვნას მიუძღვნეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ მცირე კომენტარიც გააკეთა:
„ჩვენ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ძმა დავკარგეთ – გიორგი ლომთაძე, „ჩორნა“ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა.! ის ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. იმედია, სადაც არის, ჩვენი ესმის და მინდა იცოდეს, რომ ძალიან მაგრად გვიყვარს, ყოველთვის გვემახსოვრება და მთელი ნაკრები, მის ოჯახს ცხარე გულით უსამძიმრებს“, – აღნიშნა მერაბ შარიქაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე გიორგი ლომთაძე აშშ-ში მოულოდნელად გარდაიცვალა.





