ლა ლიგის გუნდში კიდევ ერთი ქართველი დააწინაურეს. ესპანური პრესის ინფორმაციით, „ალავესის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ კალეხამ სარეზერვო შემადგენლობის თავდამსხმელი გიორგი გაგუა პირველ გუნდში გადაიყვანა და ახალი სეზონისთვის ამზადებს.
ამის შესახებ კომენტარი თავად გიორგი გაგუამ გააკეთა:
„ხავი კალეხასთან ცალკე არ მისაუბრია, უბრალოდ ვარჯიშზე მკითხა, როგორ დავისვენე და როგორ ფორმაში ვარ. თან რაღაც თემები გავიარეთ და ბევრი რამ ამიხსნა“.
გიორგი გაგუა 19 წლისაა. ტანმაღალი თავდამსხმელი, გაგიკვირდებათ და კალათბურთის ფედერაციის დახმარებით ჩავიდა. „ალავესი“ „ბასკონიასთან“ ერთად არის, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი აკავშირებს და ყოველ ზაფხულს ქართველი კალათბურთელები შერჩევაზე ჩაჰყავს. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე „ალავესში“ გიორგის წაყვანა გადაწყდა და მას შემდეგ ყოველ წელს ჩადიოდა შერჩევებზე, სანამ სრულწლოვანი გახდებოდა და კონტრაქტზე ხელმოწერის უფლება ექნებოდა. 2020 წლის შემოდგომაზე გიორგიმ ესპანეთში სამუშაო ვიზა მიიღო და თავიდან 18-წლამდელების გუნდში თამაშობდა.
გიორგი გაგუა მესამე ქართველი მოთამაშეა, რომელიც ლა ლიგის გუნდში დააწინაურეს.





