საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გაგუამ მორიგი გოლი გაიტანა. “ალავეს B-მ” “იბაი” ანგარიშით 5:0 დაამარცხა, გიორგიმ მატჩის მე-3 გოლი გაიტანა.
წლევანდელ სეზონში 19 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
ახალგაზრდა თავდამსხმელმა პრესეზონი “ალავესის” პირველ გუნდთან ერთად გაატარა, სადაც 2 გოლის გატანაც მოახერხა და გატანილი გოლების რაოდენობით მხოლოდ ლუკას პერესს ჩამორჩა.
გიორგი გაგუა რამაზ სვანაძემ სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში გამოიძახა, 19 წლის ფეხბურთელის დებიუტი 7 სექტემბერს რუმინეთის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ შედგა.





