საქართველოს ნაკრების და ბელგიური “გენტის” 22 წლის შუახაზელი გიორგი ჩაკვეტაძე “ვარეგემთან” მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.
ბელგიურმა გუნდმა განაცხადი რამოდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა, სადაც ჩაკვეტაძის გვარს ნამდვილად ვერ ამოიკითხავდით.
გიორგიმ მუხლზე ტკივილი უზბეკეთთან მატჩამდე იგრძნო, რის გამოც სანაკრებო შეკრება მალევე დატოვა და ბელგიაში გაემგზავრა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს თამაშს გიორგი ჩაკვეტაძე.
ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ბელგიის ჟუპიერლიგაში მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.





