საქართველოს ნაკრების და “უიპეშტის” 24 წლის შემტევმა გიორგი ბერიძემ “დებრეცენს” გაუტანა. “უიპეშტმა” შინ უნგრეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში “დებრეცენს” უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
შეხვედრის მე-20 წუთზე გიორგი ბერიძემ მასპინძლები დააწინაურა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
“უიპეშტი” სამწუხაროდ უნგრეთის ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე იმყოფება.
გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატის 9 ტურში 3 გოლი გაიტანა.





