UFC-ის ქვემსუბუქ წონით კატეგორიის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე რეიტინგში 2 საფეხურით დაწინაურდა. გიგა განახლებულ ჩათვლაში მე-8 ადგილს იკავებს.
შეგახსნებთ, რომ „ნინძამ“ რამდენიმე დღის წინ ედსონ ბარბოსა მე-3 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და თავის პროფესიონალურ კარიერაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა.
ცნობისთვის, გამოცდილი ქართველი სპორტსმენი ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში 2019 წლიდან ასპარეზობს. ის ოქტაგონზე უმაღლესი საბრძოლო ლიგის ოქტაგონზე მეშვიდედ ვიხილეთ და ამ დრომდე დაუმარცხებლად ასპარეზობს.





