17 დეკემბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 225 კგ, აკვრაში 267 კგ, ორჭიდის ჯამში კი 492 კგ ასწია, სამი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მის საოცარ ასპარეზობას უცხოელი ქომაგები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ:
“ლაშა ტალახაძე ყველა დროის საუკეთესოა, უბადლო ჯარისკაცია, რომელიც ღმერთის ძალით არის დაჯილდოებული”
“როგორ შეუძლია ათლეტს ყველა ჯერზე ახალი რეკორდი დაამყაროს, როცა ფიცარნაგზე ადის. გასაგიჟებლად დაუჯერებელია.”
“ლაშა ტალახაძე ყველა დროის საუკეთესო ათლეტი ისტორიაში.”
“ჯამში 500 კილო უფრო და უფრო ახლოვდება. ეს კაცი შეუდარებელია.”
“არანაირი კითხები. ყველა დროის სუპერმძიმეწონოსანი. ყველაზე ძლიერი ადამიანი მსოფლიოში.”
“ყოველ ჯერზე, როცა ის მსოფლიო რეკორდს ამყარებს, ვგრძნობ, რომ უფრო მეტის აწევაც შეეძლო. გასაოცარი სანახავი იქნება, თუ მალე ატაცში 230 კილოგრამს აწევს”, – წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.








