საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ კარგი დროება ნამდვილად არ უდგას. „ღამურები“ სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე არიან, რაც გუნდის ამბიციებს თუ გავითვალისწინებთ კატასტროფული შედეგია.
ლა-ლიგის მორიგ ტურში, ვალენსიელებმა საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ უმასპინძლეს და 2:3 წააგეს. ეს მატჩი კი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბოლო აღმოჩნდა ხავი გარსიასთვის.
„მადლობას ვუხდით გუნდის აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს თანამშრომლობისთვის და დღემდე გაწეული სამსახურისთვის. ხავი გარსიას მომავალ საქმიანობაში ვუსურვებთ წარმატებებს“ – ნათქვამია „ვალენსიას“ ოფიციალურ განცხადებაში.
ხავი გარსია „ღამურების“ თავკაცად 2020 წლის ზაფხულში დაინიშნა, თუმცა როგორც გაირკვა თანამდებობა მიმდინარე სეზონის დარულებამდეც ვერ შეინარჩუნა.
ხავი გარსიას „ვალენსიამდე“ არაერთ კლუბში უმუშავია, მათ შორის – „რუბინში“, „ოლიმპიაკოსში“, „ალმერიაში“, „ოსასუნაში“, „მალაგაში“ და ინგლისურ „უოტფორდში“.





