გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ცნობილი დღეს, ფალანავთა კლუბში გამართული საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
გეგეშიძე, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს, წლევანდელ არჩევნებში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პრეზიდენტის კანდიდატურა დააყენა. შესაბამისად, დელეგატთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობაც სწორედ მას ერგო და თავის საქმიანობას კიდევ 4 წლით გააგრძელებს. საერთო ჯამში მას 22-დან, ოცდაორივე დელეგატმა დაუჭირა მხარი.
საარჩევნო ყრილობის დაწყებამდე გეგეშიძე ფალავანთა კლუბში შეკრებილი დელეგატთა წინაშე სიტყვით წარსდგა და განვლილი 4 წლის საქმიანობა შეაჯამა.








