კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დავით ყიფიანის თასის მოქმედი ჩემპიონი “გაგრა” მონტენეგრულ “სუტიესკასთან” სამწუხაროდ 1:0 დამარცხდა.
თამაში თავიდანვე “სუტიესკას” უპირატესობით წარიმართა და მატჩის მე-17 წუთზე მარკო ვუკოვიჩმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. მატჩის განმავლობაში ქართულ კლუბს ანგარიშის გათანაბრების რამოდენიმე მომენტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.
განმეორებითი მატჩი ამ კლუბებს შორის 15 ივლისს 20:00-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.





