დისციპლინურმა კომისიამ “ტოტენჰემისა” და “რენის” მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. “ტოტოენჰემს” ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა.
აღნიშნულ მატჩზე კონტეს გუნდმა თამაშზე უარი თქვა, რადგან ლონდონურ გუნდში დაფიქსირირებული კორონავირუსის მრავალი შემთხვევა გახლდათ.
შედეგად, კომიტეტმა ლონდონურ გუნდს 3:0 მარცხი ჩაუთვალა და “ვიტესი” კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას განაგრძობს, “ტოტენჰემი” კი ევროტურნირებს ემშვიდობება.
კონფერესნ ლიგის G ჯგუფში პირველი ადგილი 14 ქულით “რენმა” დაიკავა, მეორე ადგილზე 10 ქულით “ვიტესი” გავიდა. მესამე ადგილი კონტეს გუნდმა 7 ქულით დაიკავა. ბოლო მეოთხე ადგილზე კი “მურა” 3 ქულით გავიდა.








